სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით. აკი ბრძანებს მაცხოვარი, „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მთ. 11, ... იხილეთ სრულად
უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. "მშვიდობა თქვენდა", - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს.
ღვთაებრივი მშვიდობა რამდენადაც ღრმად იმკვიდრებს ადგილს ამა თუ იმ პიროვნებაში, იმდენად მკვეთრად გამოვლინდება იგი მის ცხოვრებაში.
ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არათუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
ნათელი სული მიდრეკილია სიმშვიდისაკენ, სიმშვიდე - მაღალგონიერებისაკენ, სრულყოფილი გონება საშუალებას იძლევა ერთი მიმართულებით წარიმართოს ჩვენი ყურადღება, რაცაა წყარო შორსმჭვრეტელობისა. შორსმჭვრეტელობა სულის თვისებაა.
სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.
ყველაფერს განაგებდეს ჩვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი ვიყოთ... (კოლ.3.12-16).
შევიმოსოთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მივუტევოთ და ჩვენი თავი მივმადლოთ ურთიერთს...
თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას.