
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
მადლი
რას ნიშნავს კურთხევა? პირდაპირი განმარტებით – ღვთაებრივი ძალის მატარებელ კეთილ სიტყვას. ამ ძალას
რას ნიშნავს კურთხევა? პირდაპირი განმარტებით – ღვთაებრივი ძალის მატარებელ კეთილ სიტყვას. ამ ძალას მადლი ეწოდება, უარყოფილი კურთხევა – უარყოფილი მადლია. ეს შინაგანი დაპირისპირებაა ღმერთთან, ეს საიდუმლო წინააღმდეგობაა ადამიანური ნებისა ღვთაებრივი ნებისადმი და ამიტომ უარყოფილი ან დავიწყების გამო შეუსრულებელი კურთხევა შეფერხება, ერთგვარი შებრკოლების ქვა ხდება ადამიანის გზაზე. შეუსრულებელ კურთხევას სასჯელი მოსდევს; ის შესაძლოა დაუყოვნებელი იყოს ან მრავალი წლის შემდეგ მოვიდეს. მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანს მაინც ეწევა. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამჟღავნდეს: უბედურებებში, ავადმყოფობაში, მოულოდნელ ზნეობრივ დაცემებში, თანამდევ წარუმატებლობებში. მაგრამ სასჯელებიდან ყველაზე საშინელი – სულიერი ცხოვრების მიმართ გაციება და შინაგანი სიკვდილის მდგომარეობაა.
|