წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ომის დროს განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იღბლიან და უიღბლო ხალხზე, სწორედ ისინი არიან კურთხეულნი და

ომის დროს განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იღბლიან და უიღბლო ხალხზე, სწორედ ისინი არიან კურთხეულნი და უკურთხებელნი. ისუ ნავესმა ბრძოლაში მარცხი განიცადა ქარმინის შვილი ქურდი აქანის მიზეზით (იხ. ისუ ნავ. 7, 1–26). განა არ გაგიგონია, როგორ ამბობენ ადამიანები: „მას შემდეგ, რაც ეს კაცი ჩემს სახლშია (ანდა: მას შემდეგ, რაც ეს კაცი ჩემი თანამშრომელი გახდა), არაფერი გამომდის“? როდესაც კეთილი და ბოროტი კაცი თანამშრომლობს, რომელ სამუშაოზეა ლაპარაკი? ერთი თუ უკან ექაჩება, ხოლო მეორე კი – წინ? ვიდრე მეფე სოლომონი ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურეობდა, ისიც და ხალხიც კეთილად იყვნენ, მაგრამ, როდესაც მოიყვანა ცოლად ეგვიპტელი წარმართი ქალები, მათ სოლომონს და მის სამეფოს უბედურება მოუტანეს, რადგანაც ამ ქალებმა საუკუნოდ შეარცხვინეს იგი, სახლი მისი წითლად შეიღება ძმათა სისხლით, ხოლო სამეფო კი დაიშალა. ასე წერია წმიდა წერილში და ასევეა ცხოვრებაშიც, უკუნითი უკუნისამდე.
 
თემატური კითხვები
0