მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთანაც ღმერთი არ არის, იგი ყოველივე ბოროტს აკეთებს, თუ ღმერთი ჩვენე კერძო არს, ამბობს მოციქული პავლე, ვინ არს ძვირიმყოფელ ჩვენდა (რომ. 8, 31), თუ ღმერთი ჩვენი კერძო არ არს, მაშინ ჩვენი მტრები აღდგებიან ჩვენზედ და დაგვამარცხებენ ჩვენ, ვისთან არს ღმერთი და ვისთან არ არის იგი, ამაზე პასუხის მიცემა ყველასათვის ადვილია: ვინც კეთილის მყოფელია, ის ღვთის სათნოა, მასთან ღმერთი არის, ხოლო ვინც ბოროტს ყოფს და მას განარისხებს, მასთან ღმერთი არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, კეთილადამიანთან ღმერთია, უკეთურთან არა. სიმართლეა ის, რომ ყოვლის შემძლებელი და ყოვლის მომცველი ღმერთი თვისი ძალით ყოველ კაცთან იმყოფება, როგორც ბოროტთან, ისე კეთილთან; ეს ასეა. მაგრამ მისი განსაკუთრებული მადლითა და მოწყალებით ღმერთი არა ყოველ ადამიანთა იმყოფება, არამედ მხოლოდ მასთან, ვინც გულითადი სიყვარულით და შიშით უყურებს მას ყოველთვის
 
0