რა იქნება საგანზე უფრო ცვალებადი, ბუნებრივად, უამრავნაირად იცვლის იგი სახეს გამჩენის კანონების შესაბამისად; აღარაფერს ვამბობ, იმ არაჩვეულებრივ ცვლილებებზე, როგორიცაა ცეცხლის გადაქცევა ცვილად, წყლისა სისხლად, ღვინოდ, კვერთხისა - გვ...
იხილეთ სრულად
რა იქნება საგანზე უფრო ცვალებადი, ბუნებრივად, უამრავნაირად იცვლის იგი სახეს გამჩენის კანონების შესაბამისად; აღარაფერს ვამბობ, იმ არაჩვეულებრივ ცვლილებებზე, როგორიცაა ცეცხლის გადაქცევა ცვილად, წყლისა სისხლად, ღვინოდ, კვერთხისა - გველად, ის კი არა, ადამიანიც კი უცვლის სახეს ნივთს, რაღა ვთქვათ ღმერთზე, ყველაფრის დამბადებელზე? ცვალებადობა საგნის თვისებაა. გონიერ სულებთან დააკავშირებით სხვაგვარია უფლის ნება: სულის თვისება უცვლელობაა, მაგრამ სრულყოფილე...
ეკლესიაში განსაკუთრებულად აღესრულება ცოდვებისაგან განწმენდის საიდუმლო. კრძალვა გქონდეს იმ ადგილისა, სადაც შენი სული ცოდვებისაგან თავისუფლდება, სადაც ღმერთს ურიგდები, სადაც სულიერი, ჭეშმარიტი სიცოცხლე გენიჭება. რამდენჯერ მომმადლა ღ...
იხილეთ სრულად
ეკლესიაში განსაკუთრებულად აღესრულება ცოდვებისაგან განწმენდის საიდუმლო. კრძალვა გქონდეს იმ ადგილისა, სადაც შენი სული ცოდვებისაგან თავისუფლდება, სადაც ღმერთს ურიგდები, სადაც სულიერი, ჭეშმარიტი სიცოცხლე გენიჭება. რამდენჯერ მომმადლა ღმერთმა აქ განწმენდა ცოდვებისაგან, რის გარეშეც ვერასდროს ვიგემებდი ღვთის უდიდესი ნიჭების სიტკბოებას, ვგულისხმობ, ნიჭს სიცოცხლისას, მშვიდობისას, თვით ამსოფლიური სიკეთეებიც კი არ მეცოდინებოდა. დიდება, შენ, იესო ქრისტე, ძეო ...
link
გახსოვდეს, ტკბილი იესოს წინაშე ხარ ყოველთვის და ხშირად ასე ელაპარაკე თავს: ისე ვიცხოვრებ, რომ სიყვარული ჩემი, ჩემთვის ჯვარცმული გავახარო. მთელი ჩემი ცხოვრების მეგობრად და მეგზურად იმ წმინდა სიყვარულს ვიგულებ, რომელიც ყველას დაიტევ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, ტკბილი იესოს წინაშე ხარ ყოველთვის და ხშირად ასე ელაპარაკე თავს: ისე ვიცხოვრებ, რომ სიყვარული ჩემი, ჩემთვის ჯვარცმული გავახარო. მთელი ჩემი ცხოვრების მეგობრად და მეგზურად იმ წმინდა სიყვარულს ვიგულებ, რომელიც ყველას დაიტევს, ყველას ცხონებაზე, როგორც საკუთარზე, ისე იზრუნებს: გაიხარებს ბედნიერთან, იგლოვებს მწუხარესთან, რადგან ეს აამებს ყველაზე მეტად მანუგეშებელს ჩემსას, ქრისტეს!
link
იგი მისი ძალიან ახლობელი კაციაო, ასე ამბობენ ხოლმე მდგომარებით არათანაბარ პიროვნებებზე, რომელთაგან ერთი, მეორეს მფარველობს. ის ვინც ღირსი ხდება ზემდგომის წყალობისა, მისი განსაკუთრებული სიახლოვისა, ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვ...
იხილეთ სრულად
იგი მისი ძალიან ახლობელი კაციაო, ასე ამბობენ ხოლმე მდგომარებით არათანაბარ პიროვნებებზე, რომელთაგან ერთი, მეორეს მფარველობს. ის ვინც ღირსი ხდება ზემდგომის წყალობისა, მისი განსაკუთრებული სიახლოვისა, ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ამ ადამიანს. იგივე ურთიერთობაა ღმერთსა და ღვთისმსახურთ შორის: წმინდანები მუდმივად ახლოს არიან გამჩენთან, ღვთის გულიც ახლოსაა მათთან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნებისმიერი ქრისტიანის ლოცვაც, უსათუოდ გულით უნდა მივუახლოვდე...
ადამიანი განუწყვეტლივ ცოდვებში ვარდება, გამუდმებით, ყოველდღე ჭირდება შველა. მხსნელი იესო ქრისტე, ღვთის ძეა! მიმართე მას წრფელი სარწმუნოებით, რომელსაც მტკიცედ ეიმედები ცხონებას, როგორც მან უამრავჯერ, უცნაურად მიშველა მე: ეს შემწეობ...
იხილეთ სრულად
ადამიანი განუწყვეტლივ ცოდვებში ვარდება, გამუდმებით, ყოველდღე ჭირდება შველა. მხსნელი იესო ქრისტე, ღვთის ძეა! მიმართე მას წრფელი სარწმუნოებით, რომელსაც მტკიცედ ეიმედები ცხონებას, როგორც მან უამრავჯერ, უცნაურად მიშველა მე: ეს შემწეობა ისეთივე ნათელი იყო, როგორც ბნელი სატუსაღოდან პატიმრის გამოყვანა, მღვდელს გამოცდილებით უნდა ეცნობოდეს რწმენის ძალა, ლოცვის სიტკბოება, ცოდვებისაგან განთავისუფლების ნუგეში; ასევე უნდა ეცნობოდეს მას ლოცვის უნაყოფობა და სიმ...
სული ძლიერია, ყოვლისშემძლეა, ამიტომ ადვილად დაატარებს სხეულს. გვამი ძვალია, უძლურია, მისი მსგავსისგან ადვილად ზიანდება. ღმერთს, ვითომაც აქ არაფერიო, თავისი ძლიერი სიტყვით უჭირავს სოფელი. ამიტომაა, ღვთისმსახური კაცის ღვაწლი, უფლის ...
იხილეთ სრულად
სული ძლიერია, ყოვლისშემძლეა, ამიტომ ადვილად დაატარებს სხეულს. გვამი ძვალია, უძლურია, მისი მსგავსისგან ადვილად ზიანდება. ღმერთს, ვითომაც აქ არაფერიო, თავისი ძლიერი სიტყვით უჭირავს სოფელი. ამიტომაა, ღვთისმსახური კაცის ღვაწლი, უფლის შეწევნით, თრგუნავს სხეულს და არა მარტო თავისას, სხვებისასაც, მის სულს (როგორც ეს წმინდანთა ცხოვრებიდან ვიცით), შესწევს უნარი ლოცვის სიტყვების წვდომისა, მათი სულად ქცევისა. ხორციელ კაცს კი, ვნებათაგან გაწამებულს, ემძიმება...
link
"ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა მიმართ კეთილ არს" (ფს.72,28.) ამბობს დავითი, ვინც შეიგრძნო ლოცვის, ღვთის დიდების სიხარული. ამას ამოწმებს სხვებიც და მეც, ცოდვილი. დააკვირდით: აქვე, ამ სოფელში მიახლება ღმერთთან, სიკეთეა (და ეს მაშინ, როც...
იხილეთ სრულად
"ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა მიმართ კეთილ არს" (ფს.72,28.) ამბობს დავითი, ვინც შეიგრძნო ლოცვის, ღვთის დიდების სიხარული. ამას ამოწმებს სხვებიც და მეც, ცოდვილი. დააკვირდით: აქვე, ამ სოფელში მიახლება ღმერთთან, სიკეთეა (და ეს მაშინ, როცა კვლავ სხეულში ვართ.) და რა ფუფუნება უნდა იყოს ღმერთთან ყოფნა ცაში! ამ სიტკბოების განცდა ამ სოფელში უკვე გახლავთ პირობა, ნიმუში იმ სიხარულისა, რომელსაც ღვთის წინაშე გამართლებული მომავალ სოფელში იმკვიდრებს. ხედავ, რა კეთ...
link
ქრისტეა, ქრისტეშია ჩვენი ნუგეში, აქ, ამ სოფელში და როგორ დავიჯერო, სიკვდილის მერე, მიწიერ მტრებთან ომგადახდილს, მარადიული ნეტარება არ მელის მასთან. ქრისტეს გარეშე ჩემი ყოფა აქაც მძიმეა და როგორ არ მჯეროდეს, რომ უფრო მეტად გამიჭირდ...
იხილეთ სრულად
ქრისტეა, ქრისტეშია ჩვენი ნუგეში, აქ, ამ სოფელში და როგორ დავიჯერო, სიკვდილის მერე, მიწიერ მტრებთან ომგადახდილს, მარადიული ნეტარება არ მელის მასთან. ქრისტეს გარეშე ჩემი ყოფა აქაც მძიმეა და როგორ არ მჯეროდეს, რომ უფრო მეტად გამიჭირდება იქ, სადაც ღმერთი სამუდამოს მომაშორებს თავის სახეს. ასეა, ჩვენი სულების მდგომარეობა აქვე, ამ სოფელშივე მიგვანიშნებს, თუ რა გველის, რას უნდა გავუსწოროთ თვალი მომავალში, ასე რომ, ჩვენი აქაური შინაგანი ყოფა უკვე გახლავთ ...
თუ გსურს ღმერთმა სწრაფად შესძინოს მტკიცე სარწმუნოება შენს ლოცვას, ეცადე შენი საქმე და სიტყვა, ადამიანებთან მიმართებაში გულწრფელი იყოს. ნუ იკადრებ ორგულობას მოყვასისას და როცა პირდაპირი და მიმდობი გახდები სხვების მიმართ, მაშინ მოგმ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ღმერთმა სწრაფად შესძინოს მტკიცე სარწმუნოება შენს ლოცვას, ეცადე შენი საქმე და სიტყვა, ადამიანებთან მიმართებაში გულწრფელი იყოს. ნუ იკადრებ ორგულობას მოყვასისას და როცა პირდაპირი და მიმდობი გახდები სხვების მიმართ, მაშინ მოგმადლებს ღმერთი უბრალო, გულწრფელ სარწმუნოებას. ძნელად ისმენს უფალი გულმრუდე კაცის ლოცვას და ამით ის უნდა აგრძნობინოს ადამიანს, რომ არაგულწრფელი თვისტომთან, ვერ შეძლებს, ღვთის წინაშეც ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი, უხინჯო.
link
ვნებებს დამორჩილებული კაცო, რა გინდა? სიცოცხლეო, ამბობ. რა გჭირს, რისთვის ფუსფუსებ? ცხოვრებისთვისო, ისევ მეტყვი, მაგრამ ცხოვრობ ნამდვილი ცხოვრებით? გონება, გამოცდილება გაიძულებს და არაო მეუბნები. რას ეძახი ნამდვილ ცხოვრებას, როგო...
იხილეთ სრულად
ვნებებს დამორჩილებული კაცო, რა გინდა? სიცოცხლეო, ამბობ. რა გჭირს, რისთვის ფუსფუსებ? ცხოვრებისთვისო, ისევ მეტყვი, მაგრამ ცხოვრობ ნამდვილი ცხოვრებით? გონება, გამოცდილება გაიძულებს და არაო მეუბნები. რას ეძახი ნამდვილ ცხოვრებას, როგორი უნდა იყოს იგი? მპასუხობ ისევ გამოცდილებით, გონებიდან: ცოცხალი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და კაცისა, ესაა მხიარულება გულისა, ამის გარეშე ცოდვას ვყავარ გაწამებული, უუფლებო მოვა ვარ ვნებებისა, წუხილსა და ურვაში გადის ...