აქა ეკლესიასა შინა ახსენებდეთ, რამეთუ ამისთვის შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რათა განვიბანნეთ ბიწნი ცოდვათანი. უკეთუ კვლავ აქა მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოვლადვე არა შემოსვლა აქა. ნუმცა ვინ უკვე ეკლესიასა შინა სოფლის...
იხილეთ სრულად
აქა ეკლესიასა შინა ახსენებდეთ, რამეთუ ამისთვის შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რათა განვიბანნეთ ბიწნი ცოდვათანი. უკეთუ კვლავ აქა მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოვლადვე არა შემოსვლა აქა. ნუმცა ვინ უკვე ეკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს, არამედ უფროსად სოფელსა შინა ეკლესიისასა იხსენებდეთ. უფროს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისა არს, - ხოლო იგი ხორცთა. და უფროსად აქა თქმულნი სიტყვანი საღმრთონი სულთაცა და ხორცთაცა სარგებელ არიან. ა...
link
აქა ეკლესიად რა შემოვალთ, ცად შევალთ, საყვარელნო, - არა ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფნითა ცათა შინა ყოფა და მათთა სიკეთეთა განცდა. აწ უკვე ქვეყანისასა ცათა შინა ნუ ვინ შემოიღე...
იხილეთ სრულად
აქა ეკლესიად რა შემოვალთ, ცად შევალთ, საყვარელნო, - არა ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფნითა ცათა შინა ყოფა და მათთა სიკეთეთა განცდა. აწ უკვე ქვეყანისასა ცათა შინა ნუ ვინ შემოიღებს. ნუცა ვინ აქა ეკლესიად მდგომარენი, სოფლისასა ზრუნავს და სახლისა თვისისასა.
link
ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი.
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლშ...
იხილეთ სრულად
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლში არც იყო; მაშ, როგორი შიშით უნდა წარსდგე ღვთის სახლში, სადაც ყველგანმყოფი ყოველთვის მყოფობს და სადაც ყოვლისმხედველი განუწყვეტლივ გხედავს.
link
"რა სარგებლობა მოაქვს ხელოვნების სკოლაში სიარულს, თუ არ ისწავლი?" - თქვა ამბა პიმენმა, - როდესაც ტაძარში ადამიანების უკრძალველ და ღვთისუშიშარ დგომაზე საუბრობდა.
თუკი აუცილებლობის გამო ლიტურგიის დამთავრებამდე მოგიწევს ეკლესიიდან გასვლა, „მამაო ჩვენო“–ს შემდეგ წადი. მაგრამ, ოდეს ზიარების ბარძიმით გამოვლენ, ადგილზე დარჩი და შიშით ილოცე, რადგან ამ დროს თავად უფალი ჰგიებს ტაძარში მთავარანგელოზ...
იხილეთ სრულად
თუკი აუცილებლობის გამო ლიტურგიის დამთავრებამდე მოგიწევს ეკლესიიდან გასვლა, „მამაო ჩვენო“–ს შემდეგ წადი. მაგრამ, ოდეს ზიარების ბარძიმით გამოვლენ, ადგილზე დარჩი და შიშით ილოცე, რადგან ამ დროს თავად უფალი ჰგიებს ტაძარში მთავარანგელოზებისა და ანგელოზების თანხლებით. ცრემლსაც თუ გამოიდენ საკუთარი უღირსობის გამო, შენი მფარველი ანგელოზი განიხარებს. ვინმემ თუ კითხვა დაგისვას, უპასუხე, ოღონდ ძალიან მოკლედ, თავად კი ისე იდექი, როგორც ტაძარში დანთებული სანთე...
link
ეკლესიაში განსაკუთრებულად აღესრულება ცოდვებისაგან განწმენდის საიდუმლო. კრძალვა გქონდეს იმ ადგილისა, სადაც შენი სული ცოდვებისაგან თავისუფლდება, სადაც ღმერთს ურიგდები, სადაც სულიერი, ჭეშმარიტი სიცოცხლე გენიჭება. რამდენჯერ მომმადლა ღ...
იხილეთ სრულად
ეკლესიაში განსაკუთრებულად აღესრულება ცოდვებისაგან განწმენდის საიდუმლო. კრძალვა გქონდეს იმ ადგილისა, სადაც შენი სული ცოდვებისაგან თავისუფლდება, სადაც ღმერთს ურიგდები, სადაც სულიერი, ჭეშმარიტი სიცოცხლე გენიჭება. რამდენჯერ მომმადლა ღმერთმა აქ განწმენდა ცოდვებისაგან, რის გარეშეც ვერასდროს ვიგემებდი ღვთის უდიდესი ნიჭების სიტკბოებას, ვგულისხმობ, ნიჭს სიცოცხლისას, მშვიდობისას, თვით ამსოფლიური სიკეთეებიც კი არ მეცოდინებოდა. დიდება, შენ, იესო ქრისტე, ძეო ...
link
კიდევ ერთი ცოდვა უნდა გავიხსენოთ ტაძარში მოურიდებელი მოქცევის დროს. ბავშვებს უჭირთ სამონასტრო წირვის მოსმენა. ისინი გამორბიან ეზოში და ცელქობენ. გარდა იმისა, რომ სავანის სიჩუმეს არღვევენ, ისინი მლოცველებსაც უშლიან ხელს, რომლებიც ი...
იხილეთ სრულად
კიდევ ერთი ცოდვა უნდა გავიხსენოთ ტაძარში მოურიდებელი მოქცევის დროს. ბავშვებს უჭირთ სამონასტრო წირვის მოსმენა. ისინი გამორბიან ეზოში და ცელქობენ. გარდა იმისა, რომ სავანის სიჩუმეს არღვევენ, ისინი მლოცველებსაც უშლიან ხელს, რომლებიც იწროობისა, ანუ უძლურების გამო ტაძარში ვერ შედიან და ღმრთისმსახურებას ისმენენ ღია კარიდან და სარკმლიდან. ბავშვი ბავშვია, იგი მოძრავია და ხმაურიანი, მაგრამ მათ უნდა ირბინონ და ითამაშონ ტაძრის ეზოს გადაღმა, ხოლო წმინდა ადგილ...
link
ჩვენ თავს წარმოვიდგენთ ხოლმე თავგადაკლულ მლოცველებად. მაგრამ შეიძლება ჩვენი გარჯა ამაოა იმის გამო, რომ კადნიერად ვიქცევით ტაძარში და უფლისგან არაფერს მივიღებთ გაკიცხვის გარდა.
ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: „ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ“. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით? ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხე...
იხილეთ სრულად
ბევრი თქვენგანი თავს იმშვიდებს: „ჩვენ ხომ დავდივართ ტაძარში და თანაც ხშირად, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ“. სიარულით კი დავდივართ, მაგრამ როგორ ვიქცევით? ყოველგვარი შიშისა და მოწიწების გარეშე გადავაბიჯებთ ხოლმე ტაძრის ზღურბლს, ვაწუხებთ სხვებს, ვილანძღებით, ვიღრინებით და ვჩხუბობთ კიდეც. გონს მოდით. ყოველ ტაძარს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც უხილავ ეტრატზე იწერს ყოველი მომსვლელის საქციელს. ტაძარი არის ღმრთის დედამიწაზე ყოფნის განსაკუთრებული ...
link