
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა:
მღვდლობა
ადამიანი განუწყვეტლივ ცოდვებში ვარდება, გამუდმებით, ყოველდღე ჭირდება შველა. მხსნელი იესო ქრისტე,
ადამიანი განუწყვეტლივ ცოდვებში ვარდება, გამუდმებით, ყოველდღე ჭირდება შველა. მხსნელი იესო ქრისტე, ღვთის ძეა! მიმართე მას წრფელი სარწმუნოებით, რომელსაც მტკიცედ ეიმედები ცხონებას, როგორც მან უამრავჯერ, უცნაურად მიშველა მე: ეს შემწეობა ისეთივე ნათელი იყო, როგორც ბნელი სატუსაღოდან პატიმრის გამოყვანა, მღვდელს გამოცდილებით უნდა ეცნობოდეს რწმენის ძალა, ლოცვის სიტკბოება, ცოდვებისაგან განთავისუფლების ნუგეში; ასევე უნდა ეცნობოდეს მას ლოცვის უნაყოფობა და სიმშრალე, სულის ურვა და ღვთის მადლიანი ნუგეშინისცემაც, რომ მორწმუნეთათვის ლოცვისას, ასე ელაპარაკოს გამჩენს: მიმადლე მათ უფალო ის სიკეთე, რომელიც არასოდეს დაგიძვირებია ჩემთვის, გლახაკისათვის ღვთის წინაშე მლოცველ მღვდელს საკუთარი გამოცდილებით უნდა ეცნობოდეს, რას ითხოვს.
|