ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: სულიერი ბრძოლა, მონაზონთათვის
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადებით, არამედ ცრემლის ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე სიკვდილამდე, უკიდურესი სიმდაბლითა და უდიდესი მოთმინებით. რომ სისხლი გდიოდეს ლოცვაში მომეტებული ღვაწლისაგან, რომ გამოფიტული ეცემოდე და კვირაობით ეგდო მძიმე ავადმყოფივით. და უარს ნუ იტყვი ბრძოლაზე, ვიდრე არ დაამარცხებ და არ აოტებ ეშმაკებს. მაშინ განთავისუფლდები ვნებათაგან.
ამრიგად, ჩემო შვილო, თავს ძალა დაატანე, რომ თავიდანვე ვიწრო ბჭით შეხვიდე, რადგან მხოლოდ მას ავყავართ სამოთხის სივრცეში. ყოველ დღესა და ყოველ საათს უარყავი შენი ნება, და ამის გარდა სხვა გზა არ ეძიო. ამ გზაზე იარებოდნენ ღირსი მამები. შენც გაუხსენი შენი გზა უფალს და იგი განგსწავლის. არასდროს დამალო შენი გულისსიტყვა, რადგან მასშია დაფარული ეშმაკის უკეთურება: როცა აღიარებ, ქრება. ნუ გაამხელ სხვის შეცოდებას საკუთარი თავის გასამართლებლად, რადგან მადლი, რომელიც აქამდე გფარავდა, მყისვე ამჟღავნებს შენს საკუთარ შეცდომებს. რამდენადაც დაფარავ ძმას სიყვარულით, იმდენად გათბობს და გიფარავს მადლი კაცთა ცილისწამებისაგან