image

თემა: მრისხანება,  ძაგება

ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია, მაშინ ნუ იწუწუნებ მყვედრებელზე, როგორც მტერზე, რომელიც ჭრილობას გაყენებს, არამედ მადლიერი იყავი მისი, როგორც ექიმის, რომელიც გიხსნის ჭრილობას და მის მოშუშებას ცდილობს. ნუ გაღიზიანდები, თუ მისგან საქმით მოყენებული წყენაც მიიღე. დაფიქრდი, რა უმჯობესია, სხვამ გაწყენინოს, თუ შენ აწყენინო? უეჭველია, უმჯობესია, უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე. იფიქრე იმაზეც, რა სჯობს - გაღიზიანება თუ - დათმენა? გაღიზიანებამ უეცრად დამნაშავეც შეიძლება გაგხადოს და - უწინდელზე მეტად უბედურიც; და პირიქით, მოთმინებითა და სიმშვიდის შენარჩუნებით შესაძლოა, მწუხარებებიც შემცირდეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები