ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: მადლი
ო, სულიწმიდავ, საყვარელი ხარ შენ სულისთვის. შენი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ სული იცნობს შენს მოსვლას, გონებას მშვიდობას და გულს სიტკბოებას. უფალმა სთქვა: "ისწავლეთ ჩემგან სიმშვიდე და მორჩილება და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა". ამას სულიწმიდაზე ლაპარაკობს უფალი; მხოლოდ სულიწმიდაში იძენს სული სრულ სიმშვიდეს. ნეტარნი ვართ ჩვენ, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, იმიტომ, რომ ძლიერ ვუყვარვართ უფალს და გვჩუქნის სულიწმიდის მადლს; სულიწმიდის მადლში ვხედავ მის დიდებას, მაგრამ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი, ჩვენ უნდა გვიყვარდეს მტრები და ყველა მწუხარებისთვის მადლობა შევსწიროთ ღმერთს