ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: მადლი
ყოველდღიურად ვკვებავთ ჩვენს სხეულს და ვსუნთქავთ ჰაერით, რათა მან იცოცხლოს, სულისათვის კი საჭიროა უფალი და სულიწმიდის მადლი, ურომლისოდაც სული მკვდარია. როგორც მზე ათბობს და აცოცხლებს მინდვრის ყვავილებს და ისინი მიისწრაფიან მისკენ, ასევე ღმერთის მოსიყვარულე სული მიისწრაფის მისკენ და ნეტარებს მასში; დიდი სიხარულისგან მას სურს ყველამ ისე ინეტაროს. უფალმაც იმისთვის შეგვქმნა ჩვენ, რათა ჩვენ მის სიყვარულში ვიმყოფებოდეთ მუდმივად ზეცად. დიდება ღმერთს და მის გულმოწყალებას. მან იმდენად შეგვიყვარა ჩვენ, გვაჩუქა სულიწმიდა, რომელიც გვასწავლის სიკეთეს და გვაძლევს ძალას, რათა დავამარცხოთ ცოდვები. უფალი თავისი უხვი მოწყალებით გვაჩლევს ჩვენ მადლს და ჩვენც მტკიცედ უნდა დავიცვათ იგი, რათა არ დავკარგოთ, რამეთუ მადლის გარეშე ადამიანი სულიერად ბრმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სული სული არ იცნობს სულიწმიდას, არ იცის რა ტკბილია იგი და ამიტომ დატყვევებულია მიწიერით. ხოლო ვინც შეიცნო სიტკბოება სულიწმიდისა, მან იცის, რომ იგი შეუდარებელია, იგი არაა უკვე მიწიერით გატაცებული, როცა სული სულიწმიდაშია, იგი კმაყოფილია და უკვე არაა მოწყენილი ზეციურზე, რამეთუ ღმერთის სამეუფეო ჩვენშია, რამეთუ მოვიდა უფალი და ჩასახლდა ჩვენში, მაგრამ როცა სული კარგავს მადლს, მაშინ მწუხარებს იგი ზეციურზე და ცრემლიანი დაეძებს მას