image

თემა: მადლი

უფალი ართმევს თავის მადლს სულს და ამით სიყვარულით და ბრძნულად აწარმოებს მის აღზრდას, რომლისთვისაც უდიდეს ტანჯვაში განართხო თავისი ხელები ჯვარზე, რათა იგი ყოფილიყო მორჩილი. იგი შესაძლებლობას აძლევს სულს, გამოავლინოს თავისი ნება ჩვენს მტრებთან ბრძოლაში, მაგრამ სული თვითონ უძლურია დაამარცხოს ისინი... ამიტომაა მოწყენილი ჩემი სული; დარდობს და ცრემლიანი დაეძებს მას. "უფალო, შენ ხედავ რა უძლურია ჩემი სული შენი მადლის გარეშე და როგორ შფოთავს იგი. შენ სიტკბოება ხარ ჩვენი, მამა ხარ ჩვენი ზეციური, მოგვეცი ძალა, რათა გვიყვარდე შენ, მოგვეცი შენდამი შიში წმიდა, როგორც თრთიან და უყვარხართ ქერუბიმებს. შენ, ნათელო ჩვენო, ანათებ სულს. შენ მართმევ მე მადლს, იმირომ, რომ ჩემი სული ყოველთვის არ იმყოფება მორჩილებაში, მაგრამ ხომ ხედავ როგორ ვწუხვარ და როგორ გევედრები:
    "მომეცი მე მორჩილი სული"
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები