ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: აღსარება
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს. აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს. აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს. აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახოს საკუთარი სულის არარაო ბა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით. აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება. არავინ მიდის ექიმთან იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს. ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კართან ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კართან ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს