
ავტორი:
ილია II
თემა: სიყვარული, სიყვარული მტრისადმი, ბოროტება, მტერობა
თუ ჭეშმარიტად გვსურს ქრისტიანის სახელი გვერქვას, შევეცადოთ, მტერიც შევიყვაროთ. სიყვარული ის ერთადერთი იარაღია, რომლითაც ბოროტება დაიძლევა და განქარდება. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა" (მთ. 5, 44-45).