ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიკეთე, ბოროტება
76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო ხდება, რაც სულშია, ზოგი - იმის გამო, რაც სხეულშია, ზოგიც - იმის გამო, რაც სხეულის მახლობლადაა. სულში ცოდნა და უმეცრება, ხსოვნა და გულმავიწყობა, სიყვარული და სიძულვილი, შიში და სიმამაცე, სიხარული და მწუხარებაა და სხვა; სხეულში განსვენება და დაღლილობა, მგრძნობიარობა და გრძნობათა მოდუნება, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, სიცოცხლე და სიკვდილია და მისი მსგავსნი; ის რაც სხეულის მახლობლადაა შვილიერება და უშვილობა, სიმდიდრე და სიღარებე, დიდება და უბრალოებაა და სხვა. ამათგან, ადამიანთა თვალსაზრისით, ზოგი სიკეთეა და ზოგი - ბოროტება, მაშინ სინამდვილეში როცა არც ერთია ბოროტება, არამედ ბოროტია ან კეთილი იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენება.