ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონების დაცვა
121. მეცნიერებათა მეცნიერება და ოსტატობათა ოსტატობა ესაა უკეთურ საქმეთა გულისზრახვების ოსტატობა (ე.ი. ოსტატობა იმისა, რომ იცოდე უკეთურ გულისზრახვათა ბუნება და შეგეძლოს მათი დაძლევა). მართლაც, საუკეთესო საშუალება და ოსტატობა მათ წინააღმდეგ არის კვეთებისეული წარმოსახვის უფლის მიერ განჭვრეტა (უფლის მიერ გაცნობიერება, შეცნობა) და დაცვა გონებისა, ისევე როგორც ვიცავთ გრძნობად თვალს, მის მიერვე ვჭვრეტთ რა ფხიზლად, შემთხვევით თუ რამ საზიანოდ უახლოვდება მას და, რაოდენ ძალგვიძს, ყოველგვარ ბეწვს უკუვაგდებთ მისგან.