თემა: ყურადღება

120. ვიმწარებთ გულს გესლითა და უკეთური გულისზრახვებით, როდესაც მოვიწყარობის შედეგად უგულისყურონი ვხდებით და დიდად განვეშორებით ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას. მეორე მხრივ, კვლავაც ვტკბებით ნეტარი სიხარულის რამ გრძნობითა და სიამით, როდესაც გონების სახელოსნოში (ე.ი. გონების სამოღვაწეო წიაღში) საღვთო ტრფობის მიერ გულმოდგინებით აღვასრულებთ ზემოხსენებულთ (ე.ი. ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას) ძალუმად და წადიერად, რადგან ასეთ დროს სხვა არაფრის გამო ვეშურებით გულისმიერი მყუდროებით სვლას, თუ არა ჩვენივე ტკბილი სიამისა და განცხრომისათვის სულის შიგნით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები