ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
122. ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი – ლეღვს, ამგვარადვე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შიგანაგანდ, ვინც არ შეაერთებს მღვიძარებას იესოს ლოცვასთან და არ წარემატება სიმდაბლესა და სულისმიერ მყუდროებაში, დიდი წადიერებით წინსწრაფებული და მავალი, არამედ ყოველგვარი კეთილი და სრულქმნილი აზრისგან გარდაუვალად ბერწი იქნება უყურადღებო სული, მსგავსად უნაყოფო ჯორისა, რომელსაც არა აქვს გულისხმისყოფა სულიერი სიბრძნისა. უეჭველად სულის სიმშვიდეა ეს ტკბილი საქმე: იესოს სახელიც და დაცარიელებაც ვნებადი აზრებისგან.