ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლის შეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, მონანება, შეწუხება, ტირილი და ღვთის ვედრება. როდესაც კაცი ჭეშმარიტად მარხულობს, ამითი ნიშნავს, რომ იგი არის შეწუხებული ცოდვათა თვისთათვის.