image

თემა: მარხვა

რას გვაძლევს მარხვა და სინანული, რისთვის ვირჯებით? ცოდვებისაგან გაწმენდას, სულიერ სიმშვიდეს, ღმერთთან სიახლოვეს, მხნეობას, რომ კადნიერება გაგვაჩნდეს ღვთის წინაშე წარდგომისა, აი ამისთვისაა საჭირო. ჰოდა, თუ ასეა, ეს ყოველივე კი ღირს იმად, რომ ვიღვაწოთ და შევინანოთ მთელი გულით. პატიოსანი შრომისათვის კი ფასდაუდებელი ჯილდო გველის. მაგრამ განა ყველას უყვარს ღმერთი, როგორც საკუთარი მამა? განა რამდენია ჩვენს შორის ისეთი, კადნიერებით მიმართოს ზეციერ მამა-ღმერთს: - მამაო ჩვენო! - პირიქით ხომ არაა, იქნებ ჩვენ საეთოდაც არ გაგვაჩნია ის გრძნობა, შვილს რომ შეეფერება, რაკიღა ამსოფლიური სიამოვნებებს თავს ვერ ვაღწევთ და ამაოებით ვიფარგლებით? იქნებ დასცილდა ჩვენი გული თავის ზეციერ მამას? ეტყობა, შურისმაძიებელ ღმერთად დაგვისახავს იგი, რაკიღა ასე გავერთეთ და ასეთი შორეთი ვირჩიეთ? ჩვენი ცოდვების გამო, სწორედ რომ ღირსნი ვართ მისი სამართლიანი რისხვისა და სასჯელისა და რა საოცარია ღვთის სულგრძელება, რომ ჯერაც არა გვჭრის ძირში, როგორც რომ ხეს უნაყოფოსა და ხენეშს? დროით, ვიჩქაროთ, ჩვენი ცრემლითა და სინანულით შევავედროთ უფალს თავი. ჩავიხედოთ საკუთარ სულში, მთელი სიმკაცრით გადავხედოთ საკუთარ უსუფთაო გულს და ვნახავთ, უწმინდურების რა გროვა გვიდგას შიგ და ეგაა სწორედ, რომ ეღობება ჩვენი გულის კართან ღვთაებრივ მადლს, ვაღიაროთ, გვამები ვართ სულგაცლილები.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები