ჩემთვის იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, რომ საათობით ვიჯდე სააღმსარებლოში და ადამიანი შევარიგო ღმერთთან.

ბერი ეპიფანე - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ნამდვილი სიყვარული სანთლის ალს ჰგავს. რამდენი სანთელიც არ უნდა აანთო ამ ალით, მას არაფერი დააკლდება და ყოველ ახალ სანთელს ისეთივე ალი აქვს, როგორიც დანარჩენს.
ღმერთთან ხელშეკრულება დავდე: მე მოწყალების გაღებით ვაცარიელებ ჩემს ჯიბეს, ის კი ხელახლა მივსებს. მას არასოდეს დაურღვევია ჩვენი ხელშეკრულება, და მე დავარღვიო?! ეს არასოდეს არ მოხდება!
ღვთის მათემატიკა სრულებით არ ჰგავს ადამიანის მათემატიკას. ჩვენთვის ორს მიმატებული ორი - ოთხია, ღმერთისთვის კი ორს მიმატებული ორი შეიძლება იყოს ხუთი ან თხუთმეტი, ან ნებისმიერი სხვა რამ.
ჩემ გულს მხოლოდ შესასვლელი აქვს, გამოსასვლელი - არა. ვინც შემოვა, რჩება. და რაც გინდა ჩაიდინოს მან, მე ის ისეთი მიყვარს, როგორიც შევიყვარე. ვლოცულობ მისთვის და ვეძებ მის ხსნას. ჩემთვის ყველაზე დიდი წამება იმის გაგებაა, რომ საყვარე... იხილეთ სრულად