ავტორი:
ბერი ეპიფანე
თემა:
სულიერი მოძღვარი
ჩემ გულს მხოლოდ შესასვლელი აქვს, გამოსასვლელი - არა. ვინც შემოვა, რჩება. და რაც გინდა ჩაიდინოს მან,
ჩემ გულს მხოლოდ შესასვლელი აქვს, გამოსასვლელი - არა. ვინც შემოვა, რჩება. და რაც გინდა ჩაიდინოს მან, მე ის ისეთი მიყვარს, როგორიც შევიყვარე. ვლოცულობ მისთვის და ვეძებ მის ხსნას. ჩემთვის ყველაზე დიდი წამება იმის გაგებაა, რომ საყვარელ ადამიანს ვაწყენინე. ძალიან მინდა, რომ ისინი, ვინც ჩემთან არიან, შეწუხებული არ იყვნენ, თავისუფლად გრძნობდნენ თავს. მე არავის ვუხმობ, არავის ვაკავებ, არც არავის ვაგდებ; ვისაც უნდა მოვა, ვისაც უნდა დარჩება, ვისაც უნდა წავა. მე არავის ვთვლი ჩემს მიმდევრად და მომხრედ. ყველაფერი დავთმე, ვიდრე ამას მივაღწევდი, დავთმე უნივერსიტეტში მასწავლებლის ადგილი, დავთმე წმინდა სინოდის უფროსი მდივნის ადგილი, დავთმე მისიონერთა ძმობის მეთაურის ადგილი, დავთმე დიდი ტაძრის მოძღვრის ადგილი, დავთმე ეპისკოპოსობის ხარისხები. მხოლოდ ოლარი გამაჩნია, რათა ვაზიარო რამოდენიმე სული, სხვა არაფერი.
|