image

თემა: სულიერი მოძღვარი

ჭეშმარიტად არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც ეს შესაძლებელია თუ მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა, ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ის, ვინც ავად იხსენებს ძმას, შორდება ღვთის წერილს: "რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და ადიდებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა" - ამბობს ღმერთი და შემდგომ ასახელებს რა მიზეზს, დასძენს: "შჯი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი" (ფს. 49,16, 20). შენ კი ღირსად თვლი თავს შეხვიდე საღმრთო რწმენაში და ამავდროულად განიკითხავ სულიერ მამას? რას უნდა ელოდე? თუ კი სიკვდილით ისჯები მამის და დედის ძვირად მხსენებელი (გამ. 21, 16), რა სასჯელს დაიმსახურებს ის კადნიერი, რომელიც ავად მოიხსენიებს მას, ვინც მშობლებზე მეტად აუცილებელია და მნიშვნელოვანი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები