image

თემა: სულგრძელება

ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან მოიგო სულგრძელებაი, რამეთუ აქებს მას წერილი და იტყვის: "კაცი სულგრძელი მრავალ-გონება არს და ბრძენ". კაცი სულგრძელი არასადა ევლტინ განსაცდელთა, მოწევნულთა მის ზედა, არამედ მადლობით მოითმენნ და სიხარულით სასოებასა ღმრთისა თვისისასა და უშფოთველად იმარხავნ თავსა თვისსა. კაცი სულგრძელი არაოდეს აღეგზნის გულის წყრომად და გინებად, და არცა აღიძრის გინებად სიტყუასა ცუდსა. და უკუეთუ ვინმე უსამართლოი უყვის მას, იგი არა შეწუხნის. და თუ ვინმე ეშჯინ, არა სიტყუა-უგებნ, და ყოველსა სიტყუასა ზედა და საქმესა განმტკიცებული შეუცთომელად ჰგიედ სავსე ყოვლითა საქმითა კეთილითა, და მხიარულ არნ იგი განსაცდელთა მოწევნისათვის და რომელი-რაი ებრძანის ვისგანმე, არა სიტყუა-უგებნ მას და არა საქმედ. და უკუეთუ ვინმე შეჰრისხნის, არა შეშფოთნის, არამედ სულგრძელ არნ ყოველსა ზედა და მოითმენნ ყოველსა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები