ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს სიყუარული, რამეთუ დღენი ცხორებისა მისისანი ვითარცა სიზმარნი წარხდენ. ვინ არა ეგლოვდეს ეგევითარსა მას, რომელმან განაშორნა თავი თვისი სიყუარულისაგან და დააკლო სულსა თვისსა ნათელი ბრწყინვალე და მოუგო მას ბნელი იგი წყუდიადი. ჭეშმარიტსა გეტყვითქვენ, ძმანო ჩემნო, რომლისა თანა არა არს სიყუარული, ღმერთი არა არს მის თანა, რამეთუ უტყუველი პირი იტყვის ამას, რამეთუ: რომელსა თანა არა არს სიყუარილი, იგი ბნელსა შინა ვალს მარადის და ცოდვასა შინა იქცევის; რომლისა თანა არა არს სიყუარული, იგი მსწრაფლ აღეგზნის გულის-წყრომითა და უხარინ ძვირი მოყუსისაი, და არავის დაცემულსა ხელთ-აღუპყრის აღდგინებად და არცა ასწავის ცოდვილსა.
რომლისა თანა სიყუარული არა არს, იგი ბრმაი არს გონებითა და არს იგი მეგობარი ეშმაკთაი, მოყუარე მაგინებელთაი და თანა-მავალ ძვირის მოქმედთაი, და რასაღა განვამრავლებთ სიტყუასა! რომლისათანა არა არს სიყუარული, ჭური არს იგი ეშმაკთაი, და შეცთომილ არს იგი ყოველთა გზათა მისთა და არა უწყის, ვითარმედ ბნელსა შინა ვალს