ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
რომლისა თანა არს სიყუარული, არარაი განიჩემის საკუთრად თავისა თვისისა, არამედ ყოველი, რომელი აქუნ, სხუათათვის ჰნებავნ. რომლისა თანა არნ სიყუარული, არავის ჰხედავნ უცხოდ, არამედ ყოველთავე თვისა მეგობრად ჰხედავნ, და არცა ოდეს აღშფოთნის და არცა უხარინ ბოროტსა ზედა ძმისასა და არცა ძუირსა იტყუინ ტყუილით და არცა ვისთვის მტერობასა იმარხავნ თვინიერ ეშმაკთასა, არამედ ყოველსავე სულგრძელებით მოითმენნ. ნეტარ არს მის კაცისა, რომელმან მოიგო სიყუარული და ესრეთ მივიდა იგი წინაშე ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა, რომელმან-იგი უწყნის აღბეჭდულნი ბეჭდითა თვისითა და შეიწყნარნეს იგინი სასუფეველსა მისსა ანგელოზთა თვისთა თანა და დაიმკუიდრონ ქრისტეს თანა. რამეთუ ძე ღმრთისაი სიყუარულისათვის მოვიდა ქუეყანად და სიყუარულითა განგვიღო ჩვენ სამოთხე და სიყუარულისათვის გვიჩვენა ჩვენ გზაი აღსავალი ზეცად, რამეთუ ვიყვენით განდგომილ და მტერ ღმრთისა და სიყუარულითა დამაგნა ჩუენ მამასა. და ამისთვის ჯერ-არს თქუმად, ვითარმედ: ღმერთი სიყუარული არს, და რომელი დაადგრეს სიყუარულსა ზედა, იგი ჰგიეს ღმრთისა თანა მარადის