image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

რომლისა თანა არს სიყუარული, არა ემოყუსებინ მზაკუვარსა, არცა ვალნ ამპარტავანთა თანა. რომლისა თანა არნ სიყუარული, არა შურნ მონაგები ცოდვილთაი, არამედ ზრუნავნ მათთვის და ასწავებნ ლმობიერად, და ნუგეშინის სცემნ, და ოდეს იხილის მოყუასი ჭირსა შინა და განსაცდელსა, მწუხარე არნ მისთვის და ელმინ, და შემწე ეყვის ყოველთა ყოვლითა ძალითა მისითა, ვიდრე სუკუდიდმდე. რომლისა თანა არნ სიყუარული, არა უგულებელსყვის უცხოი, არამედ შეიწყნაროს სიყუარულით და განუსვენის მოსწრაფედ. რომლისა თანა არს სიყუარული, მან აღასრულის ნებაი ღმრთისაი და არს იგი ჭეშმარიტად მოწაფე ქრისტესი, რამეთუ ესრეთ ჰრქუა მხსნელმან ჩუენმანსანატრელთა მოციქულთა: "ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, ოდეს იყუარებოდით ურთიერთას"
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები