image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

ნეტარ არს კაცისა მის, რომლისა თანა არს სიყუარული ღმრთისაი, რამეთუ მას შინა ღმერთი დამკვიდრებულ არს. რამეთუ ღმერთი სიყუარული არს და ყოველსა, რომლისა თანა არს სიყუარული ღმრთისაი, ღმერთი მის თანა არს მარადის და რომლისა თანა ღმერთი არს, შემძლებელ არს იგი წინააღდგომად ყოველსა ძალსა მტერისასა. რომლისა თანა არს სრული სიყუარული, არავის შეურაცხ-ჰყოფს, არცა მცირესა, არცა დიდსა, არცა მდიდარსა, არცა გლახაკსა, არამედ ჰხედავნ თავსა თვისსა ყოველთა უდარეს და უნარჩევეს და უნაკლულეს, ყოველსა თავს იდებნ, ყოველსა მოითმენნ.რომლისა თანა არს სიყუარული, არცა განლაღნის მოყუსისა ზედა, არცა ზუაობნ, არცა ვის განიკითხავნ. და უკუეთუ სხუაი ვინმე განიკითხავნ მოყუასსა, მან არა თავს იდვის, არამედ ამხილის და მოაქციის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები