ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ღვთის შიში
რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოების იგი ყოველსა შინა საქმესა მტერისასა და ნებასა მისსა. რომელსა არა ეშინის ღმრთისა, მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა, შეეყვის იგი შუებათა დიდთა და განსუენებათა და დიდებათა, დაიძინის უსაზომოდ და არა ჰნებავს ზე აღდგომაი საქმისათვის სათანადოისა, არამედ იქმნის იგი ჭურ დახსნილობისა და ჭურჭელ მცონარობისა და იგემოვნებნ ნებასა ხორცთასა და ყოველსა განსუენებასა ამის სოფლისასა სიტკბოებით შეიწყნარებნ. და უშიშ არნ იგი მოსლვისათვის ღმრთისა თვისისა და უდებ საქმისათვის საღმრთოისა, ერიდებინ შრომასა და სძაგებნ მშრომელთა, ჰგმობნ მდაბალთა და აქებნ ამპარტავანთა და თანაექცევინ ძუავთა და თავხედთა.
მაშინ მოიწიოს უფალი მისი ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს და პოოს იგი ესევითარსა განგებასა, რომელი არა სათნო არნ წინაშე მისსა. და უბრძანოს შეკრვაი მისი ხელით და ფეხით და შთაგდებად იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. და ვინმე არა მისცეს მას ვაებაი ეგევითარსა მას საწყალობელსა!