ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: ღვთის შიში
რომელსა თანა არს შიში ღმრთისა, არა ოდეს უდბად დაიძინის, არამედ ყოველსა ჟამსა მღვიძარედ ზრუნავნ იგი სულისა თვისისა ცხოვრებისათვის. რომელსა ეშინის ღმრთისა, არა ოდეს ძილითა განძღის იგი, არამედ სულითა ფრთხილითა მოელინ იგი მოსლვასა უფლისა თვისისასა. რომელსა ეშინის უფლისა, არა ეძიებნ იგი განსვენებასა ხორცთა თვისთასა, რაითა არა მედგრობისა მისისათვის განურიცხდეს მას უფალი თვისი. რომელსა ეშინის ღმრთისა, ყოველსა ჟამსა ეძიებს იგი განსუენებასა უფლისა თვისისასა და განმზადებული მოელის, რაითა, ოდეს მოვიდეს, განისუენოს საქმესა მისსა ზედა და აქოს სარწმუნოებაი მონისაი მის და მრავალთა საფასეთა ზედა დაადგინოს იგი. რომელმან მოიგო შიში ღმრთისაი, მან მოიგო ყოველი სათნოებაი კეთილი და აცხოვნა სული თვისი