image

თემა: ღვთის შიში

ნეტარ არს კაცი იგი, რომელსა თანა არს შიში ღმრთისაი ყოვლადვე, და რამეთუ სული წმიდაი მისცემს ყოვლადვე ნეტარებასა, ვითარცა წერილ არს: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებანი მისნი ჰნებავნ ფრიად. და იხსნეს იგი უფალმან ხელთაგან მტერთა მისთაისა. რამეთუ ყოველსა, რომელსა თანა არს შიში ღმრთისა, მსწრაფლ შემძლებელ არს იგი წინააღდგომად ყოველთა გულის-სიტყუათა მტერისათა და წარმოტყუენვად ყოველსა ძალსა მისსა. რომელსა თანა დამკვიდრებულ არს შიში ღმრთისაი, არა ჩქუეფნ იგი გულის-სიტყუითა აქა და იქი და არცა იცვალებინ ადგილითი ადგილად. რომელსა თანა არნ შიში ღმრთისა, დაწყნარებულად მოელინ იგი მოსლვასა უფლისა თვისისასა, რაითა არა მოვიდეს უგრძნულად და პოვოს იგი უდებებასა შინა და მისცეს იგი სატანჯველსა საუკუნესა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები