ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: კეთილი საქმეები
აწ უკუე ნუ უგულებელს-ჰყოფ, ძმაო, კეთილისა საქმესა, ნუუკუე არღარა გეპოვოს ჟამი ცხოვრებასა შენსა და ინანდე მერმე ურგებად. სახე განვიგოთ აქა უკუე, ოდეს წარვიდეთ ჩვენ, მუნ ვერ შემიძლონ ჩუენ შეპყრობად მთავართა მათ ბნელისათა, რამეთუ არა ეშინიან მათ მეფისაგან და არცა მთავართა მათ პატივსცემენ, არცა დიდსა, არცა მცირესა, არამედ მათგან ხოლო, რომელნი ვლენან გზათა სიმართლისათა და აღასრულნეს დღენი მათნი კეთილითა საქმითა. მათგან შიშით განეშორნენ და მსწრაფლ განუცალონ გზაი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "მადლი და წყალობაი მოშიშთა ზედა მისთა და არა შეეხოს მათ ბოროტი". და კუალად იტყვის ვითარმედ: "სულნი წმიდათანი ხელთა შინა ღმრთისათა და არა იხილონ მათ სატანჯველი, რამეთუ სიმართლე მათი წარუძღუა მათ წინაშე მათსა და დიდებაი ღმრთისაი ჰფარვიდა მათ, და რაჟამს უხმეს მას, ისმინა მათი და ჰრქუა, ვითარმედ: აქა ვარ. რამეთუ რომელი აღუთქუა, აღესრულა. ნეტარ არს, რომელი შეემთხვიოს მას ურცხვინელად ჟამსა მას შიშისასა, ნუ უდებ იქმნებით ძმანო ჩემნო, საყუარელნო, რაითა არა მოვატყუათ თავთა ჩვენთა, რომელი უძნდეს სულთა ჩვენთა. და კუალად მოვიგოთ, რომელი განიხრწნების, რამეთუ დღე იგი ყოველსავე ცუდ ჰყოფს, რამეთუ ოდეს მივიწინეთ ჟამსა განყენებისასა, ამაო იქმნებიან განსუენებანი, და დასცხრებიან ცუდად დიდებანი და ნუკევანი, და არცა დაშთებიან მდიდარნი და არცა ხუასტაგის მოყვარენი. ესე ყოველი და მსგავსი მისი ცუდ იქმნების დღესა მას განშორებისასა