ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სულგრძელება
რომლისა თანა არა არს სულგრძელებაი და მოთმინებაი, მყის აღირღვის იგი შფოთებად და გულის წყრომად. უკუეთუ ვინმე სიტყუა-უგის, მან აგინის, და უკუეთუ ვინმე აგინის, გუემის. და უკუეთუ ვინმე ძვირი უყვის, შური იძიის. ემოყურებინ იგი კაცთა, რომელთაგან სარგებელსა რას ჰპოვებნ. რომლისა თანა არა არს სულგრძელებაი, სიტყუაი და საქმე მისი ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოდაიტაცებინ, რამეთუ სიტყუასა მისსა არა აქუნ სიმტკიცე და მსწრაფლ აქცევნ საქმეთა ამიერ და იმიერ, და დაამტკიცებნ ბოროტსა. და ყოველი კაცი მის წინაშე არნ, ვითარცა არარაი, უსამართლოდ შემწე არნ და განმამართლებელ ცრუთა, და არასადა დაჰმარხის საიდუმლოი მოყუსისა თვისისაი. და რაიმე იყოს უსაწყალობელეს ესევითარისა კაცისა!