image

თემა: სულიერი ბრძოლა

ჩაღრმავდი გულში და ფარულ სწავლებას დაეუფლე. ასეთი გზით, ღვთის მადლიტ, მოშურნეობის სული თავის ნამდვილ მწყობრში ჩადეგბა და ხან შეთბება, ხან აალდება. ეს მხოლოდ შინაგანი გზით მოხდება. საჭიროა ვიცოდეტ, რომ ეს უმოკლესი გზაა ცხოვრებისაკენ. შეიძლება ყველაფერი მიატოვოთ , მხოლოდ ამ საქმით დაკავდეთ და ყველაფერი წარმატებით წარიმართება. ხოლო პირიქიტ, თუ თუნდაც ყველაფერს, მაგრამ უყურადღებოდ შეასრულებთ, ვერ მოიწევთ ნაყოფს.
    ვინც საკუთარ თავს უღრმავდება, მაგრამ ამ სულიერ ღვაწლს არ მიმართავს, მისი საქმე მიჩოჩავს. მართალია, ეს ძალზედ რთულია, განსაკუთრებით დასაწყისში, მაგრამ სამაგიეროდ პირდაპირია და შედეგიანი. ამიტომ მოძღვარი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება სწრაფად დააკავოს თავისი სულიერი შვილები ამ ღვაწლით და განამტკიცოს ისინი მასში. თავიდან შეიძლება ყურადღება საქმის გარეგნულ მხარეზე გამახვილდეს, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში შინაგანთან ერთად უნდა მოხდეს, რაც მეტად აუცილებელია. ამ ღვაწლის თესლი ჩადებულია იმ ლოცვაში, რომლის გარშემოც ყველაფერი აღესრულება, საჭიროა მხოლოდ მისი ხელძღვანელობა, ყველაფრის ახსნა, განმარტება, თუ რამდენად სერიოზულია ეს. მაშინ გარეგნული ღვაწლიც ცოცხლად, წარმატებით და ფხიზლად წარიმართება. და პირიქიტ, შინაგანის გარეშე, გარეგანი ყოველთვის დამპალი ძაფივით გაწყდება. ყურადსაღებია ის, რომ ყველაფერი უცებ არ მოხდება და დროს მოითხოვს. გარეგანი გარკვულწილად უნდა შეიზღუდოს, რადგან მან შესაძლოა არ მიგვიყვანოს საქმის არსამდე და მხოლოდ გარეგნულ წესებში მოგვაქციოს. ამიტომ, მიუხედავად ამისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გარეგანიდან მიემართებიან შინაგანისაკენ, მათ შეუცვლელ წესად უნდა იქონიონ და ეცადონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეაღწიონ შიგნით და მოშურნეობის სული იქ აღაგზნონ.
    ეს ერთი შეხედვით იოლია; მაგრამ თუ ყველაფერი სწოარდა არ გავაცნობიერეთ, შეიძლება ბევრი ოფლის ღვრა მოგვიწიოს, თანაც უშედეგოდ. ეს ყველაფერი სხეულებრივი მოღვაწეობის ბუნების გამო ხდება, რაც ადვილია და ამიტომ მიმზიდვლი. შინაგანი რთულია და ამიტომ არაა მიმზიდველი. ვინც პირველს მიეჯაჭვება, როგორც ნივთიერს, მისი სულიც ნივთიერი და მოუქნელი გახდება, გაცივდება და უფრო და უფრო დაშორდება შინაგანს. გამოდის თავიდან შინაგანს მიატოვებტ, თიტქოსდა მომწიფებამდე, მერე კი აღმოაჩენთ, რომ დრო ჩავლილია და შემზადების ნაცვლად, ამის უნარი აღარ გაქვთ. რა თქმა უნდა, არც გარეგანი არ უნდა მიატოვოტ, იგია შინაგანის საყრდენი. ერთიც და მეორეც ერთად უნდა მიიწევდნენ წინ... უპირატესობა ცხადია პირველს ეკუთვნის, რამეთუ ღმერთს სულით ვემსახურებიტ და ასე ეგების მისი თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით. ერთიცა და მეორეც ურთიერთდაქვემდებარებაში უნდა იყო, თავთავიანთი ხვედრითი წილის და ღირსების მიხედვით, ერთმანეთის მიმართ ძალდატანებისა და და ერთმანეთისაგან იძულებით მოწყვეტის გარეშე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები