ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
თუ ჩაუკვირდით, რას ეუბნება წმ. პავლე კორინთელებს: რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩვენებულ, მარანათა (1 კორ. 16,22)! აზრობრივად ვჩერდები ამ მრისხანე განაჩენზე და, უპირველეს ყოვლისა, მოგიწოდებთ სიხარულით აღსავსე მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ეს განაჩენი ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვეხება. ჩვენ ქრისტიანები, ანუ ქრისტესნი ვართ, მაშინ გვიყვარს კიდეც იგი. როგორადაც მას ვუყვარვართ. არც მოციქული გულისხმობს ღვთისადმი სიყვარულის ნაკლებობას ქრისტიანებში, და ამ საშინელი განაჩენით აშინებს მხოლოდ იმათ, ვინც ქრისტესთან თანაზიარობის გარეშეა დარჩენილი. ამიტომ დაე, ეშინოდეთ ამ განაჩენის წარმართებსა და ურწმუნოებს, რომელნიც უცხონი რჩებიან ქრისტესადმი და თავს ყველანაირ სიკეთეს ართმევენ, რასაც კი გვჩუქნის უფალი, და არა ჩვენ, რომელნიც მოწოდებულნი ვართ ვმონაწილეობდეთ ქრისტეს მიერ ღვთიურ ბუნებაში, ვფიქრობდი მე. მაგრამ შედმეგ მომეძალა ფიქრები, რომლებიც მაშფოთებდნენ არა მარტო ჩემს გამო, არამედ სხვების გამოც: - ჩვენ შორისაც რომ არ არის სიყვარული?! არადა, თუ იგი არ იქნება, მაშინ მოციქულის მიერ წარმოთქმული განაჩენის ქვეშ ჩვენც მოვექცევით