ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; თუ ამას შესაფერის ყურადღებას არ მივაქცევთ, მცირედი ხნის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით სულისა და სხეულის მოძრაობის ჩვეულებრივ წრებრუნვას. ცოდვილის მოქცევა აღფრთოვანებით არ მთავრდება, მხოლოდ იწყება, ამის შემდგომ მას დიდი შრომა მოელის და ეს შრომა საკმაოდ მძიმეა. ყველაფერი, რაც აქ იგულისხმება, თავისუფლების ორ შემობრუნებაში აღესრულება: თავიდან ის მიიმართება საკუთარი თავისკენ, ხოლო შემდეგ საკუთარი თავიდან ღვთისაკენ. პირველ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავზე დაკარგულ ძალაუფლებას იბრუნებს, ხოლო მეორეში საკუთარ თავს ღმერთს მიართმევს თავისუფლებბის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად. პირველ შემთხვევაში ის მიდის გადაწყვეტილებამდე, ცოდვას განეშოროს, მეორეში ღმერთს უახლოვდება და დებს აღთქმას, მთელი ცხოვრება და თავი მხოლოდ მას, ერთადერთს უძღვნას.