image

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

სასუფეველი ღმრთისაი ჩვენში არს, როცა ჩვენში ღმერთი სუფევს, როცა სული სიღრმეში ღმერთს თავის მეუფედ აღიარებს და მას ემორჩილება ყველაფერში, მაშინ ღმერთი შეუზღუდავად მოქმედებს მასში და "შეიქმს ნებასაცა და შეწევნასაცა სათნოებისათვის." (ფილიპ. 2,13). ასეთი სუფევის დასაწყისს საფუძველი სულიწმიდის მადლით ეყრება, უფალ იესო ქრისტეში, ღმრთის გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მაშინ ქრისტიანი თავის ცნობიერებას და თავისუფლებას, რომელიც ფაქტიურად ადამიანური ცხოვრების არსს განსაზღვრავს, ღმერთს გადასცემს, ხოლო ღმერთი იღებს ამ მსხვერპლს და ამგვარად, აღდგება კავშირი ადამიანისა ღმერთთან და ღმრთისა ადამიანთან, განახლდება დაცემით გაწყვეტილი და თავისუფალი შეცოდებებით გახლეჩილი აღთქმა ღმერთთან. ეს შინაგანი კავშირი ნათლისღების ღვთაებრივ საიდუმლოში მადლმოსილი ძალით იბეჭდება, მტკიცდება და ძლიერი ხდება მდგრადობისა და თვთითდამკვიდრებისათვის; ხოლო ნათლისღების შემდგომ დაცემულთათვის სინანულის საიდუმლოში მუდმივად ახლდება წმიდა ზიარების მეშვეობით. ასე ცხოვრობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები და აქედან გამომდინარე, საკუთარ თავში ატარებენ ღვთის სასუფეველს, ანუ ემორჩილებიან ღმერთს, როგორც მეფეს და ხელმწიფებენ ღმრთისაგან, როგორც მეფისაგან. როცა ვსაუბრობთ ჩვენში ღვთის სასუფევლის შესახებ, ყოველთვის უნდა დავამატოთ: უფალ იესო ქრისტეში, სულიწმიდის მადლით. ამით განისაზღვრება ჩვენში ღვთის სასუფევლის ქრისტიანული ბეჭედი. ღმერთი ყველას მეფეა, როგორც შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი. მაგრამ ის ჭეშმარიტად მეფდება სულში და სული მას ჭეშმარიტად აღიარებს მეფედ, მხოლოდ მასთან დაცემით გაწყვეტილი კავშირის აღდგენის შემდეგ, ეს კი ხდება სულიწმიდის მადლით, უფალ იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის მიერ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები