image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

შობილს, ბუნებრივია, უყვარს მშობელი. ჩვენ ყველანი ვიშვით ქრისტე იესოში ახალი ცხოვრებისათვის. კი არ ვითვლებით, არამედ ნამდვილად ვართ მასში შობილნი. გამოდის რომ, უნდა გვიყვარდეს იგი. თუ ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ და ვერც სხვები ხედავენ ამ სიყვარულს ჩვენში, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ქრისტიანულ ძალებს. თუ მათ ავამოქმედებთ, სიყვარულს გავაღვიძებთ ჩვენში; გაღვიძებული სიყვარული, თავის მხრივ, უფრო ქმედითად დაიწყებს ქრისტიანული ძალების გაღვიძებასა და ამოქმედებას, და მათ ამოქმედებასთან ერთად თავადაც გაიზრდება და განმტკიცდება. ქრისტიანული ძალებია: ღვთის შეცნობა და ღვთიურ საგანთა ჭვრეტა. მცნებების შესრულებისადმი მოშურნეობა და მოწიწებული ლოცვა შინ და ეკლესიაში. აამოქმედე ეს ძალები შენში და თითოეული მათგანი პირდაპირ ღვთის სიყვარულამდე მიგიყვანს. თუ როგორ, ამას საქმე გიჩვენებს; - შენ მხოლოდ დაიწყე. გეტყვი მხოლოდ იმას, რომ სიყვარულის ეს გზა, რომელიც ეფუძნება მადლით შობას, არის ყველაზე საიმედო, სწრაფი და თვითშემამსუბუქებელი გზა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები