ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
ღვაწლს თუ შეუდგები, ყურადღებას და გულს მასზე ნუ შეაჩერებ, არამედ, როგორც რაიმე გარეგანს, გვერდი აუარე - მთლიანად ღმერთს მიენდე და როგორც განმაზადებულმა ჭურჭელმა, მადლს გულის კარი გაუღე. ვინც მადლს პოულობს, ის მას რწმენითა და სიბეჯითის მეშვეობით პოულობს, ამბობს წმ. გრეგოლ სინელი, მარტო სიბეჯითეც ვერ გვიშველის, თუ ამავე დროს ღმერთს არა ვართ მინდობილნი, ვერ მოვიზიდავთ მადლს და ჩვენში, თუნდაც მუყაითად ვიშრომოთ, ჭეშმარიტების სული ვერ აღეშენება. არამედ პირფერობის ნიადაგზე ფარისეველი იშვება. მადლი ღვაწლისთვის - სულია. საქმიანობა იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც კვებავს და იმარხავს თავის დამდაბლებას, შემუსვრილებას, ღვთის შიშს, ღვთისადმი მინდობას და ღვთის შეწევნის აუცილებლობას. ხოლო ამით მოძღვრობა და კმაყოფილება ნიშანია მათი არასწორი გამოყენებისა ან გაუზრებისათვის