ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
შინაგანი გამარჯვების ყველანაირი პირობა, შესაძლებლობა და საფუძველი, საკუთარ თავზე პირველი გამარჯვება, ნების გადატეხა და ხვთისადმი დანებება ყოველგვარი ცოდვების შეზიზღება და მოკვეთაა. ამ დროს ვნებებისადმი სიძულვილი, ზიზღი და მტრობა იბადება, ერთგვარი საბრძოლო სულისკვეთება, რომელსაც ძალუძს სხვა ყველა დამხმარე საშუალების შეცვლა. სადაც ის არაა, იქ გამარჯვება უბრძოლველად უკვე მტრის ხელშია და პირიქით, სადაც ის არის, იქ გამარჯვება არც თუ იშვიათად ასევე უბრძოლველად ჩვენ გვეძლევა. აქედანვე ჩანს, რომ წარმატებული მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი ჩვენი სულის სიღრმეშია და ამავე დროს, იქაა საბრძოლო პოზიცია - ოღონდ მეორე მხრიდან. ცნობიერება და თავისუფალი ნება სიკეთის მხარეს დგებიან, იყვარებენ მას და საკუთარ ბოროტებას და ყოველგვარ ვნებელობას სიძულვილით ამარცხებენ - ესაა გარდაქმნა და გარდატეხა. ვნებებთან მებრძოლი ძალა გონებაა, მასშია ცნობიერება და თავისუფლება, ესაა სული - მადლით შემართული და განმტკიცებული. როგორც ვნახეთ, მასზე დაყრდნობით მაკურნებელი ძალა ჩვენი ძალებისაკენ ღვაწლის მეშვეობით მიემართება, ხოლო დაპირისპირებული და დამანგრეველი ძალა მისი მეოხებითვე აღწევს ვნებებში და იბრძვის. და პირიქით - როდესაც ვნებები აღსდგებიან, პირდაპირ უტევენ გონებასა და სულს, ანუ ცნობიერებისა და თავისუფლების დამონებას ცდილობენ. ისინი ვნებებზე და მშვინვიერ -სხეულობრიობაზე დაყრდნობით, როგორც ჩასაფრებული მტრები, ჩვენს შინაგან წმიდათაწმიდაში ცეცხლოვან ისრებს ისვრიან; თუმცა, სანამ ცნობიერება და თავისუფლება მთლიანია და სიმართლის მხარეს დგას, რა ძლიერიც არ უნდა იყოს თავდასხმა, გამარჯვება ჩვენს მხარესაა.
ეს იმას არ ამტკიცებს, თითქოს გამარჯვების მთელი ძლევამოსილება ჩვენშია, არამედ მხოლოდ სათავე მოინიშნება. საბრძოლო პოზიციის საყრდენი ჩვენი აღდგენილი სულია. გასამარჯვებელი და ვნებების დამანგრეველი ძალა მადლშია. მადლი აღაშენებს, ხოლო ვნება არღვევს, მაგრამ არღვევს ისევე სულის, ანუ ჩვენი ცნობიერების და თავისუფალი ნების მეშვეობით. ვინც ვნებეს ებრძვის, ის ტირილით ემხობა მის წინაშე, ჩივის გაუსაძლის მტრებზე, ღმერთის მასშია და მისი მეშვეობით დევნის და ამარცხებს მათ