ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
კეთილი ინებეთ და აღიბეჭდეთ მახსოვრობაში გაღვიძების წუთიდან იმ წუთამდე, როდესაც თვალებს ძილისათვის დახუჭავთ, დრო და საქმეები ისე წარმართეთ, მთელი დღე თვითუარყოფის უწყვეტი ჯაჭვი იყოს და ყველაფერი ღვთის გულისათვის ხდებოდეს, მისი პირისახის წინაშე, მის სადიდებლად. თვითუარყოფა არსით რაიმე გრანდიოზულს არ გულისხმობს, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმეების შუაგულში მიმდინარეობს, ეს შინაგანი გადაწყვეტილებებისა და ნების შემოტრიალებაა, რომელიც შესაძლოა ყველა სიტყვის, შეხედვის, მოძრაობის და ყოველგვარი წვრილმანის მიღმა ხდებოდეს. მათი გამოკვეთილი თვისება თავის მაამებლობაზე უარის თქმაა და როგორც დიდში, ასევე მცირეში, საკუთარი თავის წინააღმდეგ სვლაა