ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
მღვდლობა
აწ ეს წარმოვაჩინოთ, მღუდელი როგორ უნდა იქცეოდეს. მღუდელი ანგელოზად ითქმის, ვითარცა იტყვის
აწ ეს წარმოვაჩინოთ, მღუდელი როგორ უნდა იქცეოდეს. მღუდელი ანგელოზად ითქმის, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი მალაქია: `ბაგენი მღუდელისანი იწურთიდეს მეცნიერებასა, და ჰსჯული იძიოს მისგან, რამეთუ ანგელოზი არს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა”. რადგან ანგელოზად ითქუა მღუდელი, ანგელოზის თვისებაც უნდა აქუნდეს. თუ ვითარ, _ ვსთქუათ: ანგელოზის თვისებას ისაია მოგვითხრობს და იტყვის: `ექუს ფრთე ესხნეს ერთსა: ორითა იფარვიდეს პირთა და ორითა ფერხთა და ორითა ფრინვიდეს”. ამას დიდი დიონოსი ასე განმარტებს: `ორითა პირს იფარვენ, რომ თავისს უმაღლესს, რომელიც არ მისცემიათ, არ ეძიებენ; ორით ფერხს იფარვენ _ და რომელიც უმდაბლესი მათი შეუმსგავსებელი რამ არის, მისდა მიმართ არ მოვლენ; ორითა ფრთითა ფრინვენ _ და საღმრთოს მსახურებასა აღასრულებენ”. ეს თვისება უნდა გაქუნდეს მღუდელს, რადგან ანგელოზად იწოდე: ორითა ფრთითა პირს უნდა იფარვიდე _ და ეძიებდე: ორითა ფერხს უნდა იფარვიდე და _ და რომელიც მღუდელობის უმსგავსოს მდაბალი საქმე იყოს, მისდა მიმართ არ უნდა ხვიდოდე; ორითა უნდა ფრინვიდე _ და მღუდელობის მსახურებას უნდა სრულ-ჰყოფდე.
|