
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
61. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად მის სიტკბოს ზიარებულს, სძულს ყოველგვარი სიამე, რომელიც გულისთქმის ძალისაგან წარმოიქმნება.
60. პატივმოყვარეობა ამპარტავნობას შობს, რომელიც ზოგჯერ უარყოფილია, ზოგჯერ კი შეწყნარებული. მისი უარყოფისას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გვექმნება, ხოლო შეწყნარებისას ქედმაღლობის გრძნობა გვეუფლება.
59. როცა სულს ყველა უწმინდური ვნება დაეუფლება, მისგან პატივმოყვარეობის გულისთქმას განდევნის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მას სულში შესვლის საშუალებას აძლევს.
58. როცა რომელიმე უწმინდურ ვნებას, მაგალითად, ნაყროვანებას ან მრუშობას, ან ანგარებას დაამარცხებ, მაშინვე თავს პატივმოყვარეობის გულისთქმა დაგესხმება. ხოლო როცა მას დაამარცხებ, ამპარტავნობის გულისთქმა დაგძლევს.
57. როგორც ხორციელ მშობლებს უყვართ თავიანთი შობილი, ასევე გონებაც, ბუნებრივია, თავის აზრებს ეჯაჭვება და, როგორც მიკერძოებულ მშობელს თავისი შვილი ყველაზე ზრდილი და განვითარებული ჰგონია, სინამდვილეში კი ის, შეიძლება, სხვებზე უარესიც... იხილეთ სრულად
56. ყველა ვნების დასაწყისი თავმოყვარეობაა. ხოლო დასასრული - ამპარტავნობა. თავმოყვარეობა სხეულის განუსჯელი სიყვარულია, მისი აღმკვეთი ყველა მისგან წარმოქმნილ ვნებას აღკვეთს.
55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის ... იხილეთ სრულად
54. ვინც დაინტერესებულია სხვისი ცოდვებით, ან ეჭვის საფუძველზე განიკითხავს ძმას, მას ჯერ კიდევ არ ჩაუყრია სინანულის საძირკველი და არ გარჯილა, შეეცნო საკუთარი ცოდვები, რომლებიც, მართლაც რომ, უმძიმესი ტვირთია და არ უწყის ადამიანმა, თ... იხილეთ სრულად
53. განა არ უნდა შეძრწუნდეს, შეშფოფდეს და გაოგნდეს გონება, როცა "მამა ღმერთი არავის ჰსჯის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" (იოან.5,22), ძე კი გვეუბნება;"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ" (მათ.7.1), "ნუ განიკითხავთ და არა განიკ... იხილეთ სრულად