
4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ.
4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ.
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
43. რაც მეტად ცოდვილი ხარ, მით ნაკლებად უარყავი ხორციელი სივიწროვე, რათა, მისით დამდაბლებულმა, ამპარტავნობა უკუაგდო.
78. ყველა დოგმატი მეტყველებს ან უფალზე, ან მის ხილულ თუ უხილავ ქმნილებებზე, ანდა მათში განცხადებულ აზრსა და მსჯავრზე.
40. სიყვარულის ღვაწლია: მოყვასისადმი გულმოდგინე სამსახური, სულგრძელობა, მოთმინება და ნივთების გონივრული გამოყენება.
6. ვისი გონებაც სიყვარულით ღმერთს მიენდობა, ის არად მიიჩნევს ყოველივე ხილულს, საკუთარი სხეულიც კი მისთვის უცხო იქნება.
93. სრულყოფილი უბიწოების გამოხატულებაა ის, როცა მღვიძარების დროსაც და ძილშიაც საგანთა წარმოსახვა გულს უბრალოდ ხვდება.
6. თავშეუკავებლობის წარმომქმნელი ვნება სხვაა, სიძულვილისა სხვა, ხოლო თავშეუკავებლობისა და სიძულვილისა ერთად კი - სხვა.
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები.