თემა: გონება, ღვთის შემეცნება 90. როგორც მგრძნობიარე თვალს იზიდავს ხილულ საგანთა სიმშვენიერე, ასევე წმინდა გონებას - უხილავის შემეცნება. უხილავს მე უსხეულოს ვუწოდებ. link
თემა: ვერცხლისმოყვარება 16. ოქრო არა იმდენად საჭიროების გამოა ადამიანთათვის სასურველი, რამდენადაც იმის გამო, რომ ბევრი მისი მეშვეობით ავხორცობას იკმაყოფილებს. link
თემა: ღვთის შემეცნება 61. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად მის სიტკბოს ზიარებულს, სძულს ყოველგვარი სიამე, რომელიც გულისთქმის ძალისაგან წარმოიქმნება. link
თემა: გულისწყრომა, სიყვარული, გულისთქმანი, სიყვარული მოყვასისადმი 66. სულის გულისწყრომის ვნებათა დაძლევა უფრო ძნელია, ვიდრე - გულისთქმისა, ამიტომ უფალმა მათ სამკურნალოდლ მოგვცა უძლიერესი მცნება - სიყვარული. link
20. ვინც სხეულზე ზრუნვით ავხორცობამდე მიდის, რაიმე წარმავლის გამო მოყვასს ძვირად იხსენიებს, ის ქმნილებას მეტად ემსახურება, ვიდრე შემოქმედს. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება, ჭეშმარიტება, ლოცვა 100. როცა გონება ვნებათაგან განთავისუფლდება და ჭეშმარიტების შემეცნებით განათლდება, მაშინ შეძლებს უფალთანაც ჰგიებდეს და ჯეროვნადაც ოლოცოს. link
თემა: უფალი იესო ქრისტე, ჭეშმარიტება, ცხონება 80. თუ გსურს, იპოვო გზა, რომელიც მარადისობაში შეგიყვანს, ეძიე იმ გზაზე, რომელიც გეუბნება; "მე ვარ გზა და კარი, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოან.14,6; 10,9). link
თემა: სიბილწე, ბოროტება, სიყვარული, სხეული 44. ნუ გახრწნი სხეულს ბილწი საქმეებით, ნუ დააბინძურებ სულს ბოროტი გულისთქმებით, მაშინ ღვთიური სამყარო გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს. link
თემა: სხეული, სული 30. ყველა სხეული მოქმედების უნარის არმქონეა; ისინი სულის მეშვეობით მოქმედებენ. ზოგი გონიერი სულით მოქმედებს, ზოგი - უგუნურით, ზოგი კი - უგრძნობით. link
თემა: აზრები, ცოდვა, სულიერი ბრძოლა 72. რამდენადაც საქმით შეცოდებასთან შედარებით ფიქრით შეცოდება უფრო ადვილია, იმდენად საგნებით ბრძოლასთან შედარებით, აზრებით ბრძოლა უფრო რთულია. link