წმ. მაქსიმე აღმსარებელი
Loading..
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

86. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან, მაშინ ის დაუბრკოლებლად მიიწევს ჭეშმარიტების განჭვრეტისაკენ, მისი მიზანია, შეიცნოს წმინდა სამება.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

23. ღვთის მოყვარულს უსათოუდ მოყვასიც უყვარს; ასეთს არ ძალუძს გაუფრთხილდეს თავის ქონებას, არამედ ღვთივსათნოდ განაგებს მას, შეეწევა რა ყვალა მთხოვნელს.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

97. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე უმწიკვლოდ ფიქრისას, ან ხილულის ბუნებრივი შემეცნებისას, ან უხილავის შემეცნებისას, ანდა წმინდა სამების შუქზე.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

9. თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

42. ღვთის მოყვარული დედამიწაზე ანგელოზივით ცხოვრობს, მარხულობს და ფხიზლობს, გალობს და ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ ყოველთვის სიკეთეს განიზრახავს.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

45. დაიუძლურე სხეული მარხვითა და მღვიძარებით, დაუზარებლად ივარჯიშე ფსამუნებასა და ლოცვაში, მაშინ უბიწოების ნათელი გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.

link
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

29. როცა ვინმე შეურაცხგყოფს ან გამცირებს, ერიდე მრისხანების გულისთქმებს, რათა მათ, შეურაცხყოფის მიზეზით, სიყარულს არ განგაშორონ და სიძულვილმა არ შეგიპყროს.

link