
34. წმინდაა ვნებათაგან თავისუფალი და დაუცხრომელი ღვთიური სიყვარულით გამხიარეულებული გული.
34. წმინდაა ვნებათაგან თავისუფალი და დაუცხრომელი ღვთიური სიყვარულით გამხიარეულებული გული.
36. უბიწოება არის მშვიდობიანი მდგომარეობა სულისა, რომლის წყალობითაც მას არ ძალუძს ბოროტება.
50. გონება ღვთის იმედს კარგავს მაშინ, როცა ბოროტი და უწმინდური გულისთქმების თანამოსაუბრე ხდება.
22. ვინც წუთისოფლის ავხორცობას გაურბის, ის თავის თავს ყოველგვარ მიწიერ განსაცდელზე მაღლა აყენებს.
36. ყველა ჩვენს ქმედებაში ღმერთი განზრახვას ხედავს; მისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას[] თუ იმ მიზეზის გამო.
38. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს საგნებთან ურთიერთობაშიც და მათზე ფიქრის დროსაც.
95. "ადგილი მწვანვილი" (ფს.22,2" არის ქმედითი სათნოება; "წყალი განსასვენებული"[] კი არის ქმნილებათა შეცნობა.
31. როგორც ცეცხლზე ფიქრი არ ათბობს სხეულს, ასევე ვერც რწმენა შობს სულში შემეცნების ნათელს სიყვარულის გარეშე.
37. მნიშვნელოვანია საგნებისადმი ვნების უქონლობა, მაგრამ გაცილებით უკეთესია, როცა უბიწო ხარ მათზე ფიქრის ჟამს.
25. თავშეკავებულობის ჯილდოა უბიწოება, რწნმენისა- ცოდნა. უბიწოება შობს განსჯის უნარს, ხოლო ცოდნა - ღვთის სიყვარულს.