ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: შური
ნეტარ არს, რომელი არა იძლია შურითა და ხდომითა, რამეთუ შური და ხდომაი შეთხზულ არიან ურთიერთას, და რომლისა თანა არს ერთი მათგანი, ორივე მის თანა არს. ნეტარ არს, რომელი არა შევარდა საფრხესა შურისასა, რამეთუ რომელსა ჰშურდეს კეთილი მოყუსისაი, იგი ეშმაკთა თანა დაისაჯოს. და რომელსა აქუს შური საეშმაკოი, ოდეს იხილის ძმაი თვისი დიდებულად პატივსა შინა, აქუნ მას მტერობაი და სიძულილი და ყოველი ბოროტი.
უკუეთუ ვინმე იხილის წარმატებად, დაუმძიმდის და ჰგმობნ მანკიერებით. ხოლო რომელსა არა აქუნ მანკიერებაი საეშმაკოი, ოდეს იხილის ძმაი თვისი წარმატებად, უხარინ, და ოდეს იხილის ძმაი თვისი დიდებულად პატივსა შინა, მხიარულ იქმნის მისთვის, და ყოველსა კაცსა ჰხედავნ უფროის თავისა თვისისა და უპატიოსნეს, და თავსა თვისსა ჰხედავნ უდარეს ყოველთა კაცთასა