image

თემა: შური

ხოლო რომლისა თანა არა არნ შური, მოხარულთა თანა უხარინ მას და მოქმედთა თანა შემწე ეყვის კეთილისა საქმესა. უკუეთუ ძმაი ვინმე იხილის დაბრკოლებად, ხელის ამპყრობელ ეყვის მას და განამტკიცებნ მას ძლიერად, ხოლო უკუეთუ განსუენებად იხილის, არა შეასმენნ. და უკუეთუ ცოდვასა იხილის, არა განგმის შეურაცხებით და არცა განიკითხავნ, არამედ ასწავებნ მოსწრაფედ და მის თანავე ელმინ. უკუეთუ იზილის აღშფოთებულად, დააწყნარებნ მშვიდობად სიყუარულით. და უკუეთუ იხილის მწუხარედ, მის თანავე მწუხარე არნ და კეთილითა სიტყუითა ნუგეშინის-სცემნ მას. და თუ იხილის უცები, იგი ასწავებნ მას და განაბრძობნ უშურველად. და უკუეთუ მძინარე იხილის ლოცვასა, სიყუარულით განაღვიძებნ და ასწავებნ.
    და ნეტარ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს შური და ხდომაი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები