image

თემა: სიძვა

თავშეკავება ბადებს უმანკოებას, გემოთმოყვარება კი დედაა თავშეუკავლობისა. ზეთი სანთურის ალს ასაზრდოებს, ქალებთან ურთიერთობა კი ავხორცობას აღანთებს. ტალღები დაუტვირთავ ზომალდს ათამაშებს, სიძვის გულისთქმები კი - თავშეუკავებელ გონებას. სიძვა-მრუშობა შემწედ ნაყროვანებას გაიხდის, იმიტომ რომ გონებას გონებას განშორდება, მოწინააღმდეგეს დაუმეგობრდება და ბოლომდე იბრძვის მტრებთან ერთად. მდუმარების მოყვარეს ისრები მტრის ისრები ვერ მოსწყვეტს, ბრბოში გარეული კი მრავალგზის ნაჭრილობევია. ქალისადმი მიხედვა მიხედვა სულის მომწყვეტელი შხამიანია ისარია, რომელიც მასში შხამს ანთხევს, და მით უფრო მეტად აჩირქებს. ვინც თავს იცავს ამ ისრებისაგან, ის არ დადის სახალხო თავყრილობებზე, გონებას არ განაბნევს დღესასწაულებზე. რამეთუ უმჯობესია მშიდად დარჩე სახლში და ილოცო, ვიდრე დღესასწაულის პატივსაცემად მისული, ადვილად მოსანადირებელი გახდე მტრისთვის. თუ გსურს უმაკო დარჩე, მოერიდე ქალებთან შეხვედრას, და საკუთარ თავს ნუ მიენდობი. რამეთუ თავდაპირველად ან მართლაც აქვთ, ან მოჩვენებით იჩენენ პატივისცემას, ხოლო შემდეგ კი უსირცხვილოდ ყველაფერს კადრულობენ. პირველი შეხვედრისას თავს ხრიან, მშვიდად ლაპარაკობენ, თანაგრძნობით ღვრიან ცრემლებს, მორიდებულად იცვამენ, მწუხარებით ოხრავენ, სიწმინდეებზე გეკითხებიან და გულისყურით გისმენენ. მეორე შეხვედრისას, თავი რამდენადმე ზეაწეული აქვთ, მესამედ კი უკვე უსირცხვილოს გაშტერდებიან, გიღიმიან, ხმამაღლა სიცილსაც აღარ ერიდებიან. მერე და მერე გამოპრანჭულები მოდიან, ისეთი გამოხედვა აქვთ, რომ ვნებაზე მიგანიშნებენ, წარბებს მაღლა სწევენ, მოსვენებას არ აძლევენ წამწამებს, კისერს იშიშვლებენ, მთელი სხეულით ნებივრობენ, წარმოსთქვამენ სიტყვებს რომელნიც ვნებებს ეფერებიან და სულს ატყვევებენ. გექცევა ეს შენ სამჭედურად ვიდრე არ მოგინადირებს სასიკვდინედ, ხელოვნებით ნაქსოვ ბადედ, წარწყმედისაკენ რომ მიგეზიდება. დაე, ნუ გაგაბრიყვებენ მორიდებული საუბრით, რამეთუ მათში ზიანის მომტანი მხეცის შხამი იმალება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები